“ნაცების და ნაც.ენჯეოებისთვის სიმართლის (და ელემენტარული დეკლარაციის შევსების ( შიშის ხარისხი წარმოიდგინეთ, რამდენად აგონიურად არეპორტებენ ქარდებს – დადებიდან სულ რამდენიმე წუთში”– ასე ეხმიანება მამუკა მდინარაძე ფეისბუქზე დაბლოკილ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც მხილებული იყო ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებული ტყუილი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ.
არგუმენტებით კი არა, დარეპორტებით და დაბლოკვით იბრძვიან შავი ფულისათვის! მაქსიმალური ძალები აქვთ ჩართული ყველა მხრიდან, სრული ისტერია,.. თუ თვითონ, თუ მათ პატრონებს, ოღონდ რეალური არგუმენტები ხალხმა არ ნახოს და გაიგოს. ამაზე მეტი ლუსტრაცია შეუძლებელია.
ვეღარავის მოატყუებენ, გამორიცხულია! აბსოლუტურად ყველას ეცოდინება სიმართლე!”- წერს მამუკა მდინარაძე.