სრული თანხმობაა მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მივყვებით გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან

არის სრული თანხმობა, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში, შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძის თქმით, გუნდმა ერთად მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით.
„პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, არაერთგზის გააკეთა განცხადება ამ კანონთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მკაფიო მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ეხებოდა ამ კანონპროექტის ინიცირებას, აქედან გამომდინარე, აქ სივრცე სპეკულაციებისთვის არ არის. არის სრული თანხმობა, როგორც საპარლამენტო, ისე სამთავრობო გუნდში, მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, პარტიაში. შესაბამისად, ყველა მივყვებით იმ გზას, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასთან“, – აღნიშნა პრემიერმა.
Next: ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას კანონთან დაკავშირებით, მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა გააგრძელეს მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არასწორი მოვლენაა

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად