სრული აბსურდი და სიბრმავეა, მიხეილ სააკაშვილის გუნდს რომ დატოვებ და ნიკა მელიას, ან სხვას გაჰყვები – გიორგი ბარამიძე

ბათუმის, ჭიათურისა და ზუგდიდის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობა” ამჯერად ხობის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. ოპოზიციურ პარტიას 28 წარმომადგენელი გამოეყო, მათგან 10 საკრებულოს წევრია. ისინი პარტიის მოქმედ მენეჯმენტს უპირისპირდებიან. მიზეზად არაფორმალურ მმართველობასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.
გუნდიდან წასულ წევრებს “ნაციონალურ მოძრაობაში” უპასუხეს.
“სრული აბსურდი და სიბრმავეა, მიხეილ სააკაშვილის გუნდს რომ დატოვებ და ნიკა მელიას, ან სხვას გაჰყვები. ეს, ჩემი კოლეგების მხრიდან, ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა. გაბრაზებას არ უნდა გადააყოლო პოლიტიკური ერთობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია,” – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად