სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში, ხანძრის შედეგად, მეჩეთის განადგურების გამო

,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში, ხანძრის შედეგად, მეჩეთის განადგურების გამო.
მეჩეთი მხოლოდ სალოცავი ადგილი არ არის. იგი ჩვენთვის სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და განათლების კერაა.
ეს მძიმე დანაკარგი გულს გვტკენს, თუმცა გვწამს, რომ მეჩეთი მხოლოდ კედლებისგან არ შედგება. ის ცოცხლობს მორწმუნეთა გულებში, სადაც ღვთისადმი რწმენა და ერთგულება სუფევს.
ვლოცულობთ, რომ უზენაესმა ალლაჰმა მოგვმადლოს ძალა და შესაძლებლობა, რათა სულ მალე აღვადგინოთ იგი და კვლავ განაგრძოს „ჯემაღ’ეთმა” ღვთიმსახურება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.
მოვუწოდებთ ყველა მორწმუნეს, ილოცონ ამ განსაცდელის სწრაფი გადალახვისთვის და გვერდში დაუდგნენ ჩვენს ძმებსა და დებს, რათა სულ მალე ავაგოთ ახალი მეჩეთი.” – სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია