სრულიად განახლებული როუმინგის შეთავაზება „სელფისგან“ – მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად

„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, მომხმარებელს სრულიად განახლებულ როუმინგის მომსახურებას სთავაზობს.
„სელფის“ ინფორმაციით, როუმინგის ახალი შეთავაზება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავისივე ნომრით ისარგებლოს დაბალი ტარიფით მსოფლიოს მასშტაბით, მიიღოს გაცილებით მეტი ინტერნეტი და ყოველგვარი ხარჯის გარეშე გამოიყენოს Google Maps.
მათივე ცნობით, მეტი მოხერხებულობისთვისა და საჭიროებაზე უკეთ მორგებისთვის, „სელფის“ როუმინგი მომხმარებელს სთავაზობს ორი ზონის არჩევანს იმისდა მიხედვით, თუ სად აქვს დაგეგმილი მოგზაურობა. ესენია: ევროპა + თურქეთი + უფასო Google Maps, მსოფლიო + უფასო Google Maps
„ინტერნეტ პაკეტების მოქმედების ვადა 30 დღეა.
Euro Pass
· 1GB + Google maps ფასი: 10 ₾
· 3GB + Google maps ფასი 25 ₾
· 5GB + Google maps ფასი: 35 ₾
· 10GB + Google maps ფასი: 65 ₾
Continental Pass
· 1GB + Google maps ფასი: 15 ₾
· 3GB + Google maps ფასი 35 ₾
· 5GB + Google maps ფასი: 55 ₾
· 10GB + Google maps ფასი: 100 ₾
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სელფის ვებგვერდს“, – აღნიშნულია „სელფის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“