“სრულიად ახალ სამყაროში მოვხვდი, ამ გუნდმა…” – მაკტომინეიმ “ნაპოლიში” ტრანსფერზე ისაუბრა

“ნაპოლის” 28 წლის შოტლანდიელმა ახალწვეულმა სკოტ მაკტომინეიმ იტალიურ გუნდში ტრანსფერზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ის “პარტენოპეიმ” გასულ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 30,5 მილიონ ევროდ შეიძინა.
“ვფიქრობ, “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ უკეთესი ფეხბურთელი გავხდი. სრულიად ახალ სამყაროში მოვხვდი. ამ გუნდმა ფეხბურთის განსხვავებული სტილი გამიხსნა, ასევე ბევრი რაღაც დამანახა მოედნის მიღმაც, რისთვისაც მადლობელი ვარ”, – ციტირებს მაკტომინეის იტალიური პრესა.
მიმდინარე სეზონში მაკტომინეიმ 31 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში