სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე
სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
პრემიერის თქმით, გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის თაობაზე.
„განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ გაართულა კიდევ უფრო მეტად ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას. მდგომარეობა არის რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან და ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო.
ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა. ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ისე სურსათისა და შეშის ნაწილში გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა