ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნისსაპასუხოდ, „ვოლვო ქარ საქართველო“ სრულადელექტრო EC40-ზე მომხმარებელს უპრეცედენტოფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 10 000 ევრომდეფასდაკლებით არის შესაძლებელი.
სპეციფიკაციებისგათვალისწინებით, VOLVO EC40-ის ფასი 45 000-დან 50 000 ევრომდე მერყეობს, მაშინ როდესაცთავდაპირველი ფასი 55,000-დან 60,000 ევრომდე იყო.
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია EC40-ის ორიმოდელი, რომლებიც ერთმანეთისგანკომპლექტაციით განსხვავდება – EC40 Recharge Plus დაEC40 Recharge Ultimate. ორივე მოდელიწარმოდგენილია ოთხივე წამყვანი თვლით, ორიელექტროძრავითა და 408 ცხენის ძალით. ვოლვო EC40-ში ჩაშენებულია Google-ის სისტემები და„ვოლვოს“ აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაცშესაძლებელია, ავტომობილი სახლიდან გააღოთ დაჩართოთ გათბობა-გაგრილების სისტემა, აგრეთვე,შეამოწმოთ ავტომობილის ადგილმდებარეობა.VOLVO EC40-ის ორივე მოდელ 0-დან 100 კმ/სთ-მდეჩქარდება 4,7 წამში, ერთი სრული დატენვით კი 550-მდე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ვოლვოს უახლესი მოდელები წარმოდგენილია ხუთ ფერში – ლურჯი, თეთრი, შავი, მწვანე და რუხი.
რაც შეეხება ძირითად განსხვავებებს, Ultimate ანუმაღალი კოპლექტაცია Plus-ისგან განსხვავებითაღჭურვილია: მძღოლის ელექტრო სავარძელისპოზიციის დამახსოვრების ფუნქციით, Harman Kardon-ის აუდიოსისტემით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებითა და 360°-იანი კამერით.
თორნიკე იკაშვილი, VOLVO-ს გაყიდვების გუნდისხელმძღვანელი: „როგორც მსოფლიო, ისექართულ ბაზარზე ელექტრომობილების წილიიზრდება და საზოგადოების მხრიდანდაინტერესება სულ უფრო მატულობს. სწორედ ამიტომ, „ვოლვოს“ ღირებულებებიდან და სტრატეგიიდანგამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უპრეცედენტოფასდაკლება შეგვეთავაზებინა და უფროხელმისაწვდომი გაგვეხადაელექტრომობილების შეძენა.
მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არისგანპირობებული. ერთი მხრივ, მომხმარებელი დარწმუნდა რომ ელექტრომობილები მეტად პრაქტიკულია მოხმარების თვალსაზრისით. ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილი, შიგაწვის ძრავიანთან შედარებით, გაცილებით ეკონომიურია და ნაკლებად საჭიროებსსერვისს. გარდა ამისა, ელექტრომობილებისფლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურასაქართველოში ეტაპობრივად სულ უფრო ვითარდება. ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა რომელშიც ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომ „თეგეტა ქარსს“, როგორც პასუხისმგებლობიან კომპანიას, თავისი წვლილი შეაქვს დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებაში. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა“.
ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, „ვოლვო ქარ საქართველომ“ ცოტა ხნის წინ კიდევერთი მოდელი, სრულიად ახალი კონცეფციის, სტილისა და ხასიათის, „ვოლვოს“ მცირე ზომის SUV EX30 წარუდგინა მომხმარებელს. ახალი მოდელისწარდგენიდან ერთ თვეში რამდენიმე ერთეული EX30 უკვე გაიყიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებსელექტრომობილებით საზოგადოებისდაინტერესებას. იმისათვის, რომ მომხმარებლებსუფრო მეტად გაუმარტივდეთ VOLVO-ს ელექტრომობილით სარგებლობა, EX30-ის შეძენისშემთხვევაში, საჩუქრად გადაეცემათ სახლისსტაციონარი დამტენები.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში ხელმისაწვდომია EX30-ის სამი ვერსია, რომლებიცერთმანეთისგან კომპლექტაციითა დაელექტროდიაპაზონით განსხვავდებიან. ერთი სრულიდატენით სვლის დიაპაზონი 360-დან 475 კმ/სთ-მდე მერყეობს. „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში ახალი VOLVO EX30 ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერთა პალიტრაში. დაინტერესებულ მომხმარებელს „ვოლვო ქარ საქართველო“ შესაძლებლობას აძლევსისარგებლონ ტესტ დრაივით და თავად გამოსცადონVOLVO-ს ელექტრომობილების შესაძლებლობები.
გლობალურად „ვოლვო“ გარემოს დაცვის კუთხითძალიან აქტიურად მუშაობს. ბრენდის ერთ-ერთიმთავარი გამოწვევა სწორედ გარემოზე ზრუნვაა. კომპანია 2030 წლიდან მთლიანადელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლასგეგმავს.
—
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარსაქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმკლასის ავტომობილების ოფიციალურიიმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადიჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესიმოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელსშესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრულიმაღაზიით ისარგებლოს, კომპანიისვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს დაკონფიგურატორის დახმარებით, სასურველიკომპლექტაციის მოდელი საკუთარიგემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაცვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.