სროლის შედეგად დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი, ირინა ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი რადას ყოფილი დეპუტატი, ენათმეცნიერი ირინა ფარიონი ლვოვში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა. ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის უფროსმა, მაქსიმ კოზიცკიმ დაწერა, რომ ფარიონი ექიმების ძალისხმევის მიუხედავად დაიღუპა.
“გულწრფელად ვიზიარებ ნათესავების, ახლობლებისა და მოწაფეების მწუხარებას”. – დაწერა კოზიცკიმ Telegram-ის არხზე.
ლვოვის მერმა, ადრეი სადოვოიმ ოჯახსა და ახლობლებს ასევე მიუსამძიმრა.
“მკვლელი უნდა ვიპოვოთ. შემკვეთიც უნდა ვიცოდეთ და მან პასუხი სრულად უნდა აგოს”. – თქვა სადოვოიმ.
60 წლის ფარიონს 18 ივლისის საღამოს ლვოვში, მის სახლთან ახლოს ესროლეს. ის თავის არეში პისტოლეტით მძიმედ იყო დაჭრილი და კომაში იმყოფებოდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ აღნიშნა, რომ დანაშაულის გამოძიებაში ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) არის ჩართული.
ფარიონი 2012-2014 წლებში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და უკრაინული გაერთიანების, თავისუფლების (Свобода) წევრი იყო. ის ცნობილი იყო თავისი პოზიციით, რომ ში რუსულის, როგორც ოკუპანტის ენის, გამოყენება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.