სროლა მარნეულში – ,,პატარა ბავშვსაც მიუღია მცირე დაზიანება”

სროლა მარნეულში – ,, პატარა ბავშვსა მიუღია მცირე დაზიანება”
სროლა იყო მარნეულში, პოლიციის შენობის წინ, დაჭრილია ერთი პირი. როგორც სამირა ბაირამოვა ინფორმაციას ავრცელებს, ეს მარნეულში კლანებს შორის დაპირისპირების გამო მოხდა:
,,მარნეულში შეარაღებული ინციდენტი. კლანების რეგიონში, ქვემო ქართლში კრიმინალის გარეშე დღე არ ვიცით. რეგიონში თვითონ ოცნებასაც კი 6-7 შიდა კლანი არის რომელიც ერთმანეთს ებრძვის, აქეთ კიდე ჩვეულებრივი ხალხი, პატარა ბავშვებიც კი იარაღით დადიან…”
სამირა ბაირამოვას ინფორმაციითვე, სროლის დროს იქვე იყვნენ დედა და შვილი, რომლებიც საბედნიეროდ, გადარჩნენ:
,,ცოტახნისწინ მარნეულში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავებულა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე ერთი ქალი და პატარა ბავშვსაც მიუღია მცირე დაზიანება.“