სროლა კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში – ვრცელდება ცნობები დაღუპულებზე

მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი-ჰოლში“, გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. ს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, „მინიმუმ სამმა შენიღბულმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა“. ცნობები ასევე ვრცელდება აფეთქებისა და ხანძრის შესახებ. შემთხვევა როკ-ჯგუფ „პიკნკიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა.
ვრცელდება ამ დროისთვის ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. რუსულ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ავტომატური იარაღის სროლის ისმის.
ოპერატიულ სამსახურებში რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“ განუცხადეს, რომ უცნობი პირების მიერ სროლის დაწყების შემდეგ, საკონცერტო დარბაზიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ინციდენტის გარემოებების შესახებ ინფორმაცია, ასევე არის თუ არა მსხვერპლი ან დაშავებული, ზუსტდება,- იუწყება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. სააგენტოს კორესპონდენტი იტყობინება, რომ საკონცერტო დარბაზის სახურავი თითქმის მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული, ხალხი კი ჯერ კიდევ შენობაში რჩება.
სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” არხ „ბაზის“ მონაცემებით, შენობაში 100-მდე ადამიანი, შესაძლოა, კვლავ იმყოფებოდეს. სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. თავდამსხმელების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელი რამდენიმე იყო.