სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე შეთანხმება მოხდა

გაეროში ბოსნია-ჰერცეგოვინის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოხდა სრებრენიცაში გენოციდის შესახებ რეზოლუციის საბოლოო ტექსტზე.
ზლატკო ლაგუმჯიამ შეთანხმების შესახებ განაცხადა X-ის საშუალებით 17 მაისს და თქვა, რომ მონტენეგროს მიერ შეთავაზებული შესწორებები განიხილეს ბოლო დღეებში და რეზოლუციის ტექსტში ძირითადად ისინი გათვალისწინებულია.
ლაგუმჯიას თანახმად, ბოლო შესწორებებმა „მიგვიყვანეს უფრო სრულყოფილ – ბოლომდე „დამუშავებულ“ ტექსტთან ორი შესწორებით, რომლებიც დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
მისივე თქმით, შეთანხმებული საბოლოო ვერსია წარმოდგენილი იქნება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 23 მაისს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – სანქციები არის უსამართლობა – დიდი ხანია ჩვენ ამ დაშინების ქვეშ ვართ, უბრალოდ, თავს ვერ მივცემთ უფლებას გარედან ზეწოლამ გვაიძულოს ისეთ მოცემულობაში ჩავაყენოთ ქვეყანა, რომ ისტორიამ მოღალატეებად განგვსაჯოს