“სპოტიფაიმ” მოხსნა უკრაინაში ომის მომხრე რუსი მუსიკოსების გვერდები და სიმღერები

მუსიკის პოპულარულმა საიტმა “სპოტიფაი” (Spotify) საკუთარი სერვერიდან მოხსნა იმ რუსი შემსრულებლების გვერდები და სიმღერები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ში ს შეჭრას. ამ მომღერლებს შეერთებული შტატების და ევროპის კავშირის სანქციები აქვთ დაწესებული.
მათ შორს სახელდებიან: შამანი (იაროსლავ დრონოვი), ჩიჩერინა, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი, ოლეგ გაზმანოვი და როკ-ჯგუფი „ლიუბე.“ ეს ინფორმაცია გაავრცელა “ტელეგრამის” არხმა “მშობლიური ხმა”.
ამ კვირის დასაწყისში ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესა გაგარინას და შამანს. სხვა მომღერლები – ჩიჩერინა, გაზმანოვი და „ლიუბეს“ წამყვანი ნიკოლაი რასტორგუევი – სანქციების სიაში 2022 წლის ოქტომბერში მოხვდნენ. ლეპსის სანქციები იმავე წლის დეკემბერში დაუწესდა.
“სპოტიფაიმ”, რომელიც სტრიმინგის უდიდესი სერვერია მსოფლიოში, რუსეთში საქმიანობა 2022 წლის აპრილში შეწყვიტა, უკრაინაში ომის დაწყების გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მამუკა მდინარაძე – გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი – როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

მამუკა მდინარაძე – სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება – მეოთხედ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ