აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მოწინავე სპორტულმა მულტიმედია პლატფორმა Setanta Sports-მა და მსოფლიოს ლიდერმა სტრიმინგის სერვისმა Netflix ერთობლივი ძალებით ახალი პროდუქტი შექმნა, რომელიც 13 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი.
ერთობლივი პროექტის მთავარი მიზანია მომხმარებელს ერთ სივრცეში შეეძლოს ისარგებლოს სპორტისა და გართობის ინდუსტრიის საუკეთესო პროდუქტებით. პაკეტი, რომელიც ამ ყველაფერს იტევს, Fan Pack ჰქვია. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი გადახდით მიიღოს წვდომა ორივე სერვისზე. საქართველოში Fan Pack-ით სარგებლობა Setanta Sports-ის საიტის მეშვეობით უკვე შესაძლებელია.
Fan Pack-ის მომხმარებლებს ერთი კომპლექტით შეუძლიათ უყურონ, მაგალითად, Formula 1-ს Setanta Sports-ის პლატფორმაზე და ამასთან ერთად, გაიღრმაონ ცოდნა ამ სპორტზე Netflix-ის დოკუმენტური სერიალით Drive to Survive.
“მოხარული ვართ, რომ Netflix-თან პარტნიორობით შევქმენით სპორტისა და გართობის ექსკლუზიური ნაზავი. Netflix-ის გლობალური აღიარება, მისი გამორჩეული ფილმები და სერიალები ჩვენს საბაზრო შეთავაზებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. Fan Pack-ი უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც ჩვენს უმაღლესი ხარისხის სპორტულ და Netflix-ის ყველასთვის ცნობილ კონტენტს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა გართობის კიდევ უფრო ახლებურ გაგებას განაპირობებს, სადაც უკლებლივ ყველა მაყურებელი მისთვის სასურველ პროდუქტს ერთ კომპლექტში იპოვის”. – ამბობს Setanta Sports-ის გენერალური დირექტორის მოადგილე თამარ ბადაშვილი.
“სასიამოვნოა, რომ ამ განსაკუთრებული პარტნიორობით, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში Netflix-ს კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ვხდით ისეთი მაყურებლებისთვის, რომლებიც სპორტითა და გართობით არიან დაინტერესებულნი”. – ამბობს მაია პორჩინსკა, Netflix-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
Fan Pack მომხმარებელს სამ სხვადასხვა ფასიან პაკეტს სთავაზობს: საბაზისო – €9.39, სტანდარტული – €11.79, პრემიუმი – €13.99
Setanta Sports-ისა და Netflix-ის ერთობლივი შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.