სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის ხუთი ახალი ნავი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის (ILCA) ხუთი ახალი ნავი გადასცა. თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი , საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დევი ქიტუაშვილი, ვეტერანი აფროსნები გურამ ბიგანიშვილი და ჯუმბერ ცომაია და სხვა სპორტსმენები ესწრებოდნენ.
საგულისხმოა, რომ ახალი ოლიმპიური ნავებით სპორტსმენები იასპარეზებენ საერთაშორისო ტურნირებზე, მათ შორის მოემზადებიან 2028 ოლიმპიური წლისთვის. აღსანიშნავია, რომ აფროსნობის ფედერაციას მსგავსი ტიპის ოლიმპიური კლასის ნავები აქამდე არ ჰქონია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ბრიტანული კომპანიისგან (OVINGTON) ხუთი ნავის შესაძენად, მათი ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის ფედერაციას 2023 წელს გამოუყო 93234,42 ლარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე