„სპორტინგში“ ორი კვირის წინ ჩამოვედი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამდენიმე წელია აქ ვთამაშობ – გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილი ჟურნალისტებს ალგარვეში შეკრების დროს ესაუბრა და „სპორტინგში“ მიღებით აღფრთოვანება არ დამალა.
„წარმოუდგენელია, მაგრამ ადაპტაცია ძალიან მარტივი იყო, რადგან კლუბში მომუშავე ადამიანები დამეხმარნენ. თანაგუნდელები გვერდში მიდგანან და მამხნევებენ მოედანზე და მის მიღმაც. ორი კვირაა ჩამოვედი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამდენიმე წელია აქ ვთამაშობ. ეს ისეთი გრძნობაა, რომლის მიღწევაც ადვილი არ არის. ვგრძნობ, რომ გუნდის ნაწილი ვარ და ამით უნდა ვისიამოვნო.
„სპორტინგის“ მიზანი პორტუგალიის ჩემპიონობაა. მოედანზე როდესაც გავალ ვეცდები, რომ მაქსიმუმი ვაჩვენო. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვისიამოვნო, ვითამაშო, ვიბრძოლო, გავიგო, რას მეუბნებიან და ეს თანაგუნდელებთან ერთად გავაკეთო.
მორტენ იულმანთან ერთად ვივარჯიშე და შესამჩნევია, რომ გუნდის ლიდერია. ვფიქრობ, სეზონის განმავლობაში ბევრად უფრო მეტ სიამოვნებას მივიღებთ.
ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და გუნდის დახმარება მინდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, სადაც წარმატება ყველაზეა დამოკიდებული, მათ შორის, გულშემატკივარზეც – თუ ერთად ვიქნებით, შეიძლება ოცნებები ახდეს.
პორტუგალიურად ჯერ ცუდად ვლაპარაკობ, კლუბშიც ცდილობენ, ამ ენაზე მელაპარაკონ. მესმის რასაც მეუბნებიან, თუმცა საუბარი მიჭირს, მაგრამ ენას სწრაფად ვისწავლი“.
1tv.ge