“სპორტინგმა” “ლევანტეს” ქოჩორაშვილის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთა

“სპორტინგმა” “ლევანტეს” გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა A Bola ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერს გადაწყვეტილი აქვს, რომ “ლევანტეს” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დაიმატოს.
ჯერჯერობით უცნობია, შეელევა თუ არა ამ ფასის სანაცვლოდ “ლევანტე” ქართველ ნახევარმცველს, თუმცა ვალენსიური კლუბის დირექტორმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში ქოჩორაშვილს კლუბი გაასხვისებს.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ “ლევანტეს’ მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.
ქოჩორაშვილის სანაცვლოდ შეთავაზება გაუკეთა” style=”height: 50px; width: 50px;” />მალე მოლაპარაკებები დაიწყება – თურქული კლუბი ქოჩორაშვილის შეძენას შეეცდება

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში