“სპორტინგის” მწვრთნელი: იანვარში ქოჩორაშვილში 15 მილიონს მოითხოვდნენ

„რიუ ევესთან“ თასის მატჩამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „სპორტინგის“ მწვრთნელმა რუი ბორჟესმა გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა, რომელიც ლისაბონურმა კლუბმა „ლევანტესგან“ 7.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
„რაც შეეხება ახალწვეულებს, გვარს ვერ ვიტყვი, ვინაიდან რთულად გამოითქმის. ვნახე სოციალურ ქსელებში კითხულობდნენ გულშემატკივრები, როგორ შეიძლება მისი მოკლედ წარმოთქმა. მე ჯიო ავირჩიე. ქოჩორაშვილი ჩვენმა კლუბმა რამდენიმე ხნის წინ შეამჩნია, გარკვეული პერიოდი მის უნარებს ვაკვირდებოდით და დავადგინეთ, რომ კონკურენტუნარიანია, ტექნიკურია, მიზანდასახულია, გოლის გატანა შეუძლია და გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
იანვარში ტრანსფერის განხორციელება რთულია, ფეხბურთელების ფასი უფრო მაღალია, განსაკუთრებით იმ კლუბებიდან,
რომლებიც ზედა დივიზიონში გადასასვლელად იბრძვიან. მაშინ, ალბათ, მის სანაცვლოდ 15 მილიონს მოითხოვდნენ. ახლა დავიმატეთ და შენაძენით გახარებული ვართ“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში