სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლა – დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ ნაგვის ურნებით ბარიკადები აღმართს და ცეცხლი წაუკიდეს

რუსთაველის გამზირი, კერძოდ კი, პარლამენტის, როგორც წინა ტერიტორია, ისე გვერდითა ქუჩები მომიტინგეებისგან სრულად გაათავისუფლეს.
წყლის ჭავლი გამოიყენეს როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სპეცრაზმელები პერიოდულად სხვადასხვა სპეციალურ საშუალებებს იყენებდნენ.
ამ წუთებში, აქციის მონაწილეებმა „ცისფერი გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. რამდენიმე წუთში კი დემონსტრანტებმა ურნების დაწვა დაიწყეს.
მომიტინგეთა ნაწილმა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარედ გადაინაცვლეს. მანამდე, სპეცრაზმელებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა მიმართულებიდან წყლის ჭავლის გამოიყენეს. საპოლიციო ძალები ასევე იყენებდნენ ე.წ. წიწაკის სპრეის. ადგილი ჰქონდა არაერთ ფიზიკურ დაპირისპირებას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. დააკავეს მომიტინგეებიც, რომელთა რაოდენობაც ჯერ დაუზუსტებელია.
შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო