სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა. მათ დაშლა გამთენიის 4 საათის შემდეგ დაიწყეს, ჯერ უკუსვლით დაიხიეს, შემდეგ კი ჩიტაძის ქუჩისა და თავისუფლების მოედანის გავლით დატოვეს ტერიტორია.
დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მათ „აგენტების კანონის„ მოწინააღმდეგეების აქცია ცრემლსადენი გაზით დაარბიეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. არიან დაკავებულებიც, -ს მათი ზუსტი რიცხვის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.
პარლამენტის ასასვლელს ჩიტაძის ქუჩაზე ამ დრომე იცავს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია. პარლამენტთან რჩება აქციის მონაწილეების ნაწილიც. მათ ჩიტაძის ქუჩაზე, პოლიციის კორდონის წინ ბარიკადები აღმართეს.
პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა 29 აპრილის 21:00-ზე დაიწყო, იმ დროს, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატები საქართველოს პარლამენტის შენობას ტოვებდნენ.
აქციის მონაწილეების დაშლისას ძალოვნება ჯერ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს, მოგვიანებით კი – წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი . ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი – „მოქალაქეების“ ლიდერი, .
რადიო თავისუფლებამ დააფიქსირა ორი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ნიღბიანი პირი აქციის ორ სხვადასხვა მონაწილეს სახეში ძლიერად ურტამს მუშტს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება