სპეცრაზმი რუსთაველის თეატრში შევარდა

რუსთაველის თეატრის შენობაში ათობით სპეცრაზმელი შევარდა.
როგორც ჩანს, მათ ნახეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, თეატრის შენობისთვის თავი ჰქონდეთ ადამიანებს შეფარებული.
სპეცრაზმი ასე დასდევს მთელი ღამის მანძილზე ადამიანებს. მოქალაქეები წერდნენ, რომ მათ ეკლესიაში შეუვარდნენ და იქედანაც გამოათრიეს.
თეატრის შენობიდან ისმის ქალის ყვირილის და ტირილის ხმა – სად შემოდიხართ, თავი ვინ გგონიათ, ხალხო, არ მისცეთ ამ უკანონობის უფლება.