სპეცრაზმის მიერ გაზის კაფსულების ინტენსიურად გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიას პერიოდულად ტოვებენ, თუმცა, საბოლოოდ, ისევ უკან ბრუნდებიან. შესაბამისად, აქციის არა ერთგზის დაშლისა და რუსთაველის გამზირის არა ერთხელ გაწმენდის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, დემონსტრანტები კვლავ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე რჩებიან.
ადგილზე ისევ მობილიზებულია სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფი, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი.
მომიტინგეებს რუსთაველის გამზირს არაერთ მონაკვეთზე აღმართული აქვთ ბარიკადები, რომლებიც ქუჩის ე.წ. გრძელი სკამებით სკუტერებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთის გამოყენებით მოაწყვეს.