სპეცრაზმელების მიერ ნაცემ აქციის მონაწილეს თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა

სპეცრაზმელების მიერ ნაცემ აქციის მონაწილეს თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა
აქციის ერთ ერთს მონაწილეს, დათო ოქრუაშვილს, რომელიც საპოლიციო ძალებმა 2 დღის წინ დააკავეს და სცემეს, თვალისა და ყბის ოპერაცია ჩაუტარდა. მას პლატინა ჩაუსვეს. როგორც “მთავარ არხთან” ოქრუაშვილის მეგობარი ამბობს, დაკავების შემდეგ ახალგაზრდას თან აღარ ჰქონდა საფულე და ტელეფონი.
ბოლო მონაცემებით, -მ მიმდინარე აქციებზე ჯამში 224 ადამიანი დააკავა. დაკავებულები სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადაყვანილი და როგორც მათი მონახულების შემდეგ, ადვოკატები ამბობენ, არიან ნაცემები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე