სპეცოპერაციის დროს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები დააკავეს

აჭარაში, სპეცოპერაციის დროს ძმები რეზო და ფირუზ წულუკიძეები დააკავეს. ინფორმაცია გამოცემა ბათუმელებს რეზო წულუკიძის ცოლმა, ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა.
ფუტკარაძის თქმით, წულუკიძეემი ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.
“რეზო იყო ფირუზთან ერთად, შევარდნენ და დააკავეს. აბუსერიძის ქუჩაზე იყო სპეცოპერაცია. სპეცრაზმით იყო ეზო სავსე. სახლში არ შეგვიშვეს. რომ ჩამოიყვანეს ბიჭები, ვკითხეთ იქ პოლიციელებს, რატომ იჭერთ-მეთქი და ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით არიან დაკავებულიო.
აბსურდია. რეზო და ფირუზი პირიქით, მაგ სამყაროს ებრძვიან. ასევე დაკავებულია ელდარ ანთაძე”. – უთხრა ბათუმელებს ნარი ფუტკარაძემ.
ცნობისთვის, სამთავრობო მედიების ინფორმაციით, აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამართლდამცავ ორგანოებს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”