სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები ლოზუნგით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ აქციას მართავენ

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ სლოგანით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.
მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობა და საქმესთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიებაა. ისინი ითხოვენ, სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფაქტები ობიექტურად მოიკვლიოს და შეაფასოს.
ისინი ასევე სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა პირადად მოისმინონ მისგან, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც, მათივე თქმით, საგამოძიებო სამსახურმა ძალიან გვიან დაიწყო.
ჟურნალისტების თქმით, აუცილებელია, ბათუმის სამმართველოდან ამოღებული იქნას ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს დაერთვება.
ამასთან, აქციაზე გაჟღერდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის გადადგომის მოთხოვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას