სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან გადაინაცვლეს.ისინი ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ისინი სკანდირებენ: “აჯანყდი!”, გაათავისუფლეთ ტყვეები!”.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსია ბანერი, რომლითაც აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათ გაშალეს საქართველოს დროშაც. ისინი სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.
თავდაპირველად, პროტესტის მონაწილეები მეტრო “სამედიცინო უნივერსიტეტთან” შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობისკენ გაემართნენ. მათ გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად გადაკეტეს. მსვლელობას თან მიუძღვის პოლიციის კორდონი. საგამოძიებო სამსახურის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც