სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე ღია კონკურსით შერჩეულ სტაჟიორ-გამომძიებლებს შეხვდა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამსახური ყოველ წელს სტაჟირების კონკურს ატარებს, რომლის მიზანი ახალი, კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მათ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობაა.
„წელს სტაჟიორთა მისაღებ კონკურსში განაცხადი სულ 153-მა კანდიდატმა წარადგინა. 4-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, რომელიც სამართალსა და ზოგადი უნარებში გამოცდებს, ასევე გასაუბრებას მოიცავდა, კომისიის მიერ 4 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.
გამარჯვებული კანდიდატები სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს გაივლიან. ამის შემდეგ კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლის უფლებამოსილებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 1 წლის განმავლობაში იმუშავებენ. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ისინი გამომძიებლებად დაინიშნებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული