სპეციალური რობოტით შემოწმდა წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა და არსად პრობლემა არაა – კახა კალაძე

სპეციალური მოწყობილობით – რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ განაცხადა და სპეკულაციები უწოდა ინფორმაციას, რომ წერეთლის გამზირზე სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს.
მისი თქმით, წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, რაც სპეციალური მოწყობილობით დათვალიერებამ დაადასტურა.
„გუშინ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები.
სპეციალური მოწყობილობით – რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს“, – თქვა კახა კალაძემ.