: “სპეკულიანტი” იქნება ეს, “მევახშე” თუ “მეძავი”, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია

დეპუტატი, :

სამართლიანი სასამართლო გვინდა აღსრულების ეფექტიანი სისტემის გარეშე. დემოკრატიული საზოგადოება გვინდა, კერძო საკუთრების დაცულობის გარეშე. ესაა დღეს ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის პოზიცია. მსგავსი პოზიცია მაშინ მჟღავნდება მთელი სიგრძე-სიგანით, როცა საზოგადოების მიმხრობა ადვილია რაიმე ემოციურ ფონზე, როცა მორალურ უპირატესობას გრძნობენ და უფრო თამამად ამზეურებენ თავიანთ სოციალისტურ იდეებს. “ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავში”, წამოაყენეთ, თქვე უნამუსოებო ( მთავრობავ, პარტიებო, ფულიანებო). მერე დოსტოევსკისაც მიიმხრობენ -“მთელი სამყარო არ ღირს ერთი ბავშის ცრემლად”. ბოლოს მაინც იკითხავენ ხოლმე, რა გვჭირს, რატომ ვართ იმ დღეში რა დღეშიც ვართ და ვერ ხვდებიან თუ არ ხვდებიან, რომ სწორედ იმიტომ ვართ ამ დღეში, რომ არ ვცხოვრობთ სამართლებლივ სახელმწიფოში, რომლის ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, რომ ყველა მოქალაქის უფლებები დაცულია სახელმწიფოს მიერ ( “სპეკულიანტი” იქნება ეს, “მევახშე” თუ “მეძავი”) და რომ კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)