“სპეკულაციური კამპანია” | კობახიძე პრეზიდენტის განცხადებაზე, არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობასთან დაკავშირებით

ირაკლი პრეზიდენტის მოწოდებას, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს უნდა მიეცეს ხმის მიცემის საშუალება, “სპეკულაციურ კამპანიას” უწოდებს:
“რეალურად, პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციურ კამპანიაში. რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს ექნებათ სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის საშუალება. ეს იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშიფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს ნაცმოძრაობასთან და ასე ღიად ნუ ჩაერთვება ხოლმე ნაცმოძრაობის სპეკულაციურ კამპანიებში” ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, ამ შინაარსის მოწოდებით პრეზიდენტი დღესაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას არ აქვს ნება, კენჭისყრის დღეს მაქსიმალურად მოიცვას ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანები და მათ არჩევნებში მონაწილეობის შანსი მისცეს.