სპეკულანტები, Sony PlayStation 5 Pro-ს საიუბილეო ვერსიას რამდენჯერმე უფრო ძვირად ყიდიან

სპეკულანტები, Sony PlayStation 5 Pro-ს საიუბილეო ვერსიას რამდენჯერმე უფრო ძვირად ყიდიან
სპეკულანტები, Sony PlayStation 5 Pro-ის საიუბილეო ვერსიას რამდენჯერმე უფრო ძვირად ყიდიან – წერს MarketWatch–ი.
სტანდარტული PS5 Pro-ს საცალო ფასი, რომელიც გაყიდვაში 7 ნოემბერს გამოვა, რეკორდულია სათამაშო კონსოლებისთვის 700 დოლარით, ხოლო გასულ კვირას იაპონურმა კომპანიამ მათი 30 წლის საიუბილეო ვერსია ბაზარზე 999 დოლარად გამოიტანა. მთლიანობაში, 12,3 ათასი „საიუბილეო“ კონსოლი გავიდა საცალო ვაჭრობაში და ისინი მყისიერად გაიყიდა, აღნიშნავს MarketWatch
eBay-ზე და სხვა საიტებზე, კონსოლის გადაყიდვის ათობით შემთხვევა დადასტურდა ორიგინალზე რამდენიმე ათასი დოლარით მაღალი ფასით. eBay-ზე ამგვარი განცხადებების უმეტესი ფასი მერყეობს $3000-დან $4000-მდე.