სპარსეთის ყურის ქვეყნები სიფრთხილის ზომებს იღებენ და ირანის შესაძლო საპასუხო დარტყმისთვის ემზადებიან – მედია

9
სპარსეთის ყურის ქვეყნები სიფრთხილის ზომებს იღებენ და ირანის შესაძლო საპასუხო დარტყმისთვის ემზადებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანა მაღალი მზადყოფნის რეჟიმში რჩება, ეს კი იმ ფონზე, რომ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის დაწესებული ვადა რამდენიმე საათში იწურება და ქვეყნები ირანის შესაძლო საპასუხო დარტყმების საფრთხის წინაშე დგანან.
ქუვეითის ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში არსებული ვითარების გამო, ადგილობრივი დროით ღამის 12:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ყველა მაღაზია დაიხურება და კომერციული საქმიანობა შეჩერდება. ქუვეითის მოსახლეობას კი მოუწოდებენ, აღნიშნულ პერიოდში გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
ბაჰრეინში საღამოს ირანის მხრიდან მოსალოდნელი შეტევის ნიშნად სირენები ჩაირთო, ეს კი იმავე დროს, როცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განაცხადეს, რომ მათი თავდაცვითი სისტემები სარაკეტო საფრთხეზე რეაგირებდნენ.
კატარის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ რაკეტა გაანეიტრალეს.