სპალეტიმ სკუდეტოს მოგების შემდეგ დე ლაურენტისს თხოვნით მიმართა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “პარტენოპეი” დატოვა.
კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი მის შემცვლელად რუდი გარსია დანიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა მოლოდინები ვერ გაამართლა და თანამდებობა დაატოვებინეს.
Repubblica-ს ცნობით, სპალეტიმ დე ლაურენტისს სთხოვა, რომ მის შემცვლელად ვინჩენცო იტალიანო აერჩია, თუმცა კინოპროდიუსერმა სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, იტალიანო ამჟამად “ფიორენტინას” მწვრთნელია, თუ წამყვან იტალიურ გამოცემებს დავუჯერებთ, დიდი ალბათობით, ვინჩენცო სეზონის ბოლოს “იისფერებს” დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში