სოხუმში ძალოვნები პროტესტის მონაწილეებს წინააღმდეგობას არ უწევენ – “ნუჟნაია გაზეტა”

რუსეთთან საივენსტიციო შეთანხმების დე ფაქტო პარლამენტში განხილვის პარალელურად შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სოხუმში აქციას აგრძელებენ. ს დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო შენობის კომპლექსი პროტესტის მონაწილეების მიერ მთლიანად გარშემორტყმულია.
ტელეგრამ არხის, “Нужная Газета-ს” ცნობით, ძალოვანი სტრუქტურები წინააღმდეგობას არ უწევენ პროტესტის მონაწილეებს.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა შეანგრიეს ღობეც. პარლამენტის შესასვლელი ღიაა.
გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბჟანიამ დატოვა პარლამენტის შენობა.
ცოტა ხნის წინ, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლაპარაკებები პროტესტის მონაწილეებთან, რის შემდეგაც მათ განაცხადეს, რომ გადასცემდნენ დე ფაქტო პრეზიდენტს ხალხის მოთხოვნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება სახალხო დაუმორჩილებლობა! – ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული უფლება!

ირაკლი ქადაგიშვილი „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე – ერთმანეთს არ ენდობიან და სურთ, პირველი არც ერთი არ გადახტეს – ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა ჩამოამხონ