სოხუმში ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული ს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით ს მოქალაქის დაკავებაზე. ოპერატიული მოქმედებები რუსეთის “ეფესბეს” თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა. სოხუმის აეროპორტში დაკავებული 1980 წელს დაბადებული კაცი, აეროპორტის ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო კომპანიის ინჟინერია, იტყობინება დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური.
„ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლებთან იმყოფებოდა კონტაქტში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეჭვმიტანილი დათანხმდა უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობას აეროპორტის ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული აქტის ორგანიზების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება აცხადებს, რომ დაკავებული მიმდინარე წლის ივნისში ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა, „რასაც, ჩანაფიქრის მიხედვით, შესაძლოა დიდი ოდენობით მსხვერპლი გამოეწვია“.
„სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კაცმა აეროპორტის საინჟინრო გეგმებზე წვდომა მოიპოვა და ისინი უკრაინულ დაზვერვას გადასცა ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესაძლო ადგილების მონიშვნით.“
დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა, აცხადებენ უწყებაში. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „შპიონაჟის“ მუხლით.