სოხუმში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაიჭრა – მედია

აფხაზური მედიის ტელეგრამ არხების ცნობით, სოხუმში სროლის ხუთი ადამიანი დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია.
ოფიციალური ცნობითვე, ს [დე ფაქტო – რედ.] შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია 11 ნოემბერს სოხუმში მომხდარი სროლის გარემოების დადგენისა და სავარაუდო ეჭვმიტანილების დაკავებისკენ, ღონისძიებაში ჩართულია დე ფაქტო კრიმინალური პოლიციის სამმართველოს, სპეციალური დანიშნულების რაზმ СОБР-ისა და სოხუმის ქალაქის УВД-ს ძალები.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულებს შორის შესაძლოა იყოს კრიმინალურ წრეებში ცნობილი ფიგურა რაულ ბარძბა (პიზა).
სოციალურ ქსელებში თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა МВД-მ ეს ცნობები ოფიციალურად უარყო.
ინციდენტის დეტალები კვლავ ზუსტდება.