სოხუმში საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის საწვავის ასოციაციის მიერ ორგანიზებული მიტინგი ტარდება, რომლის მონაწილეები რუსული კომპანიის მიერ ბაზრის მონოპოლიზაციას და საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ აქციის ორგანიზატორები სოხუმის ე.წ. პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრას მართავენ.

16 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსკლუზიური მიმწოდებელი კომპანია „როსნეფტი“ გახდა. ამის გამო აფხაზეთში რამდენიმე ბანზინგასამართმა სადგურმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო „როსნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი გაიზარდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შემოსატანი ნავთობპროდუქტები ფსოუს საზღვრის მახლობლად უკვე ერთ თვეზე მეტია გაჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?