სოხუმში რუსი პოლიტტექნოლოგები არალეგალურად მუშაობენ – მედია

“აიაშარას” ტელეგრამ არხის ცნობით, სოხუმის ცენტრში, დე ფაქტო პრეზიდენტისა და დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის წინასაარჩევნო ბანერის უკან მოქმედ ოფისში ს მოქალაქე პოლიტტექნოლოგები ს კანონმდებლობის დარღვევით ამზადებენ გაზეთსა და პროპაგანდისტულ მასალებს. მათ მუშაობას, ტელეგრამ არხის წყაროს ცნობით, ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელს აფარებს:
სოხუმის ცენტრში, აბაზინსკის ქუჩაზე მდებარე ოფისში, სადაც გარე ფასადზე პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბას ბანერია გაკრული, რუსი პოლიტტექნოლოგები არალეგალურად ახორციელებენ საქმიანობას. ოფისის შესასვლელში დალაგებულია დიდი რაოდენობით სარეკლამო ბუკლეტები „აფხაზეთის გუნდი“ და გაზეთი „აფხაზური ვესტნიკი“. ვიზიტის დროს ოფისში სამი ს მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევით ამზადებდნენ ადგილობრივ გაზეთს. გაზეთის რედაქტორმა, რუსეთის მოქალაქე ივან რევამ, განაცხადა, რომ „აფხაზურ ვესტნიკში“ მიმდინარე წლის აგვისტოდან მუშაობს. მისი თქმით, პროფესიით პოლიტტექნოლოგია და მანამდე რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში ანალიტიკური და საინფორმაციო მიმართულებებით საქმიანობდა. ივან რევას არ გააჩნია სამუშაო ნებართვა, არ იცის გაზეთის ტირაჟი, დაფინანსების წყარო, ოფისის მფლობელი და ვერც საკუთარი გუნდის წევრების ვინაობა დაასახელა. ერთადერთი, რაც რევამ დაადასტურა, ის არის, რომ ოფისში მომუშავე ყველა ადამიანი რუსეთის მოქალაქეა და პოლიტტექნოლოგებად მუშაობდნენ ლუგანსკში, როსტოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში. არსებული ინფორმაციით, უცხოელი პოლიტტექნოლოგების საქმიანობა ხორციელდება აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მფარველობით, რაც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებასა და უცხოურ ჩარევაზე.