სოხუმში აცხადებენ, რომ აფხაზეთში დესტაბილიზაციას დასავლეთის სპეცსამსახურები აფინანსებენ

რუსული სამთავრობო მედია, “TASS-ის” ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, ანრი ბარციცმა განაცხადა , რომ რამდენიმე წელია, “დასავლური სპეცსამსახურები ს არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ წარმომადგენლებს აფინანსებენ ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით.”
“ოთხი წელია იმეორებენ და საუბრობენ იმაზე, რომ დასავლური სპეცსამსახურები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ წარმომადგენლებს, ხაზგასმით ვამბობ – გარკვეულ წარმომადგენლებს. ამ დაფინანსების მიზანი არის ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია, ქაოსის შექმნა ჩვენი ქვეყნის სრულიად ნეგატიური იმიჯის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე,” – განაცხადა ბარციცმა.
მისი თქმით, მილოცვა აფხაზ ოპოზიციონერებს უკრაინიდან და საქართველოს პრეზიდენტის, ს მხრიდან, აფიქრებს “სწორ გზაზე არიან თუ არა.”
მანამდე, ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მ განაცხადა, რომ “რუსეთი აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე მოელის შექმნილი ვითარების მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით გადაჭრას.”
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის, დატოვოს გადადგეს იმის შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომს არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.
“აფხაზეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რომ პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება.
არ მინდა, შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მსურს. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ სიტუაცია კონსტიტუციურ ჩარჩოში არ მოექცა, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს, ამიტომ, ვინც სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობს, მათ უნდა დატოვონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მზად ვარ დავნიშნო და გადავდგე. ვიცე პრეზიდენტი დაიწყებს ქვეყნის მართვას. მე კი მზად ვარ მივიდე არჩევნებზე და შემდგომ უკვე ხალხმა თქვას, ვის დაუჭერენ მხარს. დაე, სიმართლე იყოს ხალხის ნების შედეგი. სხვაზე არაფერზეა საუბარი. გმადლობთ ყურადღებისთვის,” – განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა.
ამასთან, იქამდე, 15 ნოემბრის პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა.”პრეზიდენტი, პრემიერი, სამინისტროების და უწყებების ხელმძღვანელები ადგილზე რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას. გთხოვთ, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე. მე ვრჩები აფხაზეთში და ვიმუშავებ, როგორც ადრე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, – თქვა მან.მის გადადგომას წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს.პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.