სოხუმში აქცია იმართება საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის წინააღმდეგ

სოხუმში „აფხაზეთის საწვავის ასოციაციის“ ორგანიზებით აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციას ეწინააღმდეგებიან.
საწვავის კომპანიები და ადგილობრივები სოხუმში მოჰაჯირების სანაპიროზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსში გადაინაცვლეს. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები დახურულ კარს მიღმა ხვდებიან დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ანქვაბს.
16 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიური უფლება „როსნეფტს“ აქვს. ამასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა დაკეტილია, ღიაა მხოლოდ „როსნეფტისა“ და მისგან საწვავის შემსყიდველი კომპანია „პოდოროჟნიკის“ ბენზინგასამართი სადგურები.
23 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული ვაგონები, რომლებიც დე ფაქტო საზღვრის რუსულ მხარეს თვეზე მეტია დგას, მალე შევა „რესპუბლიკაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?