რუსულ სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ დელბამ ცხინვალში გახსნილი პირველი “საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი” მნიშვნელოვან მოვლენად მოიხსენია. როგორც აფხაზი პოლიტიკოსი ამბობს, ფორუმის ფარგლებში აფხაზეთი მზად არის სამხრეთ ოსეთთან ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის.
„ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ დღეს სამხრეთ ოსეთში ტარდება ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც აჩვენებს, როგორ ვითარდება და განვითარდება რესპუბლიკა მომავალშიც. ჩვენ ყოველთვის გვიხარია, ყველაფერში ვდგეთ გვერდით მოძმე ხალხს და ვეხმარებოდეთ მას, მათ შორის ისეთი ეკონომიკური პროსახექტების განხორციელებით, რომლებიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ორმხრივ ეკონომიკურ ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მათი კეთილდღეობის ზრდას. აი, ესაა ჩვენი მთავარი მიზნები, რომელთა მიღწევაშიცაც დარწმუნებული ვარ,“ -განაცხადა დელბამ.
დელბას თქმით, “სამხრეთ ოსეთში უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა და მათი ნაწილი ფორუმის პლატფორმებზეა წარმოდგენილი”.
„აქ არის როგორც გადამამუშავებელი მრეწველობა, ისე ტურისტული სფერო. კიდევ ერთხელ შეგვახსნეს და მოგვიყვნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული შესაძლებლობებისა და წყაროების შესახებ. ეს კარგი წინაპირობაა სანატორიულ-კურორტული ობიექტების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ეკოტურიზმის განვითარებისათვის. ეს ყველაფერი პერსპექტიული მიმართულებებია, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, განვითარდება და აქ ინვესტიციებიც მოიძებნება”.
