სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას უარყოფს

სოხუმი რიწის ტბაზე სტალინის აგარაკის გაყიდვაზე ინფორმაციას არ ადასტურებს.
“ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. სტალინის აგარაკი, რომელიც რიწის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული, საყოველთაო კუთვნილებაა და ვერ იქნება გადაცემული კერძო პირის ხელში. თანამოქალაქეებს ვთხოვთ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ და არ აყვნენ იმ ადამიანების პროვოკაციას, ვისაც ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს”, – ნათქვამია ს სახელმწიფო აგარაკების მართვის უფროსის, ბესლან კვიწინიას განცხადებაში.
იქამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც დან ჩამოსული მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ 850 ათას რუბლად აუქციონზე სტალინის აგარაკი შეისყიდა, რამაც აფხაზეთში მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია.
რიწის ტბის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სტალინის აგარაკი 1947 წელს აშენდა. ოფიციალური ცნობებით, სტალინი აგარაკზე სულ ხუთჯერ იმყოფებოდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი აგარაკს ნიკიტა ხრუ და ლეონიდ ბრეჟნევი იყენებდნენ.