სოხუმი აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში თავისუფალ გადაადგილებას ითხოვს

სოხუმის ცნობით, ინფორმაციული სესია, რომელიც თავისუფალი გადაადგილების თემას მიეძღვნა, 25 ივნისს ჟენევაში, კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდის პირველი სამუშაო დღის ფარგლებში, აფხაზური მხარის ინიციატივით გაიმართა.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, სესიის განმავლობაში მონაწილეებს, საერთაშორისო სამართალსა და არსებულ პრეცედენტებზე დაყრდნობით, წარედგინა საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ეხება თავისუფალი გადაადგილების უფლების განხორციელებას.
“აფხაზურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საჭიროა გზების პოვნა, რათა მოქალაქეებს მიეცეთ გადაადგილების უფლების რეალიზების შესაძლებლობა აფხაზეთის ეროვნული პასპორტების საფუძველზე”.
ჟენევაში მიმდინარე კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო დისკუსიების 64-ე რაუნდში მონაწილეობენ: დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები (გაერო, ეუთო და ევროკავშირი).

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება