სოხუმის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში ენგურზე 210 ადამიანი დააკავეს

სოხუმის ცნობით, აფხაზმა და რუსმა მესაზღვრეებმა ერთობლივად, ენგურის გამშვებ პუნქტზე, 2024 წლის პირველ კვარტალში 210 კანონდამრღვევი დააკავეს.
დაკავებულები, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, “აფხაზეთის რესპუბუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთისა” და “საზღვრის კვეთის რეჟიმის დარღვევის” გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებით გასამართლდნენ.
ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არა უსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ