აფხაზური მედიის ცნობით, ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს სომხეთის მოქალაქე გორ რაფაილოვიჩ ასატრიანი, რომელიც აფხაზური მხარის ცნობით აფხაზეთში იმალებოდა სომხეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სისხლისსამართლებრივი დევნისგან.
“დადგინდა, რომ 2024 წლის ივლისში მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს ინტერპოლის „წითელი ცირკულარით” სომხეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის უკანონო ბრუნვის გამო.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ის აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით ცხოვრობდა, რითაც არღვევდა მიგრაციის კანონს.
“ასატრიანთან დაკავშირებით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები”.




