სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს

მძიმე მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ხელის მოსმით ჭრიან ყველაფერს, – ასე შეაფასა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ელგუჯა ქავთარაძემ განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებები.

შესაბამისი განცხადება ქავთარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ გააკეთა.

ქავთარაძემ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილე და პროფესორები ესწრებოდნენ.

მისი განცხადებით, სტუდენტები შეხვედრაზე არ დაუშვეს. განხილვის მთავარი თემა იყო, რომელი პროგრამები უნდა დარჩეს და რომელი – არა, რასაც პროფესორი უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევად მიიჩნევს.

„მძიმე მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ხელის მოსმით ჭრიან ყველაფერს. ბოლო პერიოდში აქცენტი კეთდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ილიას უნივერსიტეტს ანგრევენ იმიტომ, რომ მან ევროპული ღირებულების განათლება შექმნა, ძალიან ძლიერი აკადემიური პერსონალით. ევროპაში ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი გახდა. ამიტომ არ უნდათ. რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ვიცით, რომ ის არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ მას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მას ვერ მოაშორებ პოლიტიკურ დატვირთვას, სანამ აფხაზეთში არ დავბრუნდებით. თუ სოხუმის უნივერსიტეტს პოლიტიკურ კონტექსტს მოვაშორებთ, ის არ იარსებებს.

რაც შეეხება შეხვედრას. შეხვედრაზე იყო განათლების მინისტრის მოადგილე. შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის პროფესურასთან. სხვათა შორის, სტუდენტები გარეთ იდგნენ. მათ მითხრეს, რომ არ შეუშვეს შეხვედრაზე, რატომ ვერ გეტყვით.

საუბარი იყო ისევ პროგრამებზე: რა უნდა დარჩეს და რა არ უნდა დარჩეს. შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს და არ უნდა დარჩეს. ჩვენ ერთხელ ძალიან ძლიერ გვიღალატეს -მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, ამას არავინ დათმობს, გვეყოფა რაც ღალატი იყო.

ყველა ლექტორი ესაუბრებოდა, განსაკუთრებით ბატონი ზურაბი (ზურაბ პაპასქირი – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი). მას უნდა მოუსმინო, ის არ არის ისეთი პროფესორი, რომელსაც არ შეიძლება მოუსმინო. ერთ-ერთი უძლიერესი ისტორიკოსია საქართველოში. ამას დამატებული, ადამიანი ტყვეობაში იყო. როდესაც ასეთი ადამიანი გესაუბრება, ცოტა არ იყოს ზრდილობა იქონიე“,- განაცხადა პროფესორმა.

პროფესორმა გადაცემაში დასვა კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არის საჭირო ახალი სტატუსის – წამყვანი პროფესორის შემოღება.

„გვეუბნებიან მათთვის ცნობილ ტერმინს 10 000 ლარიანი ხელფასი და წამყვანი პროფესორი. რას ნიშნავს წამყვანი პროფესორი? მე მგონი ზონდერ პროფესორის როლს შეასრულებს. ვერ გავიგეთ რატომ უნდა იყოს დამატებით წამყვანი პროფესორი. ალბათ, მიმართულებებს განკარგავს. არსად არ არის გაწერილი რა მოვალეობა აქვს წამყვან პროფესორს. რატომ წამყვანი და არა სხვა სახელი?“,- განაცხადა პროფესორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!