სოხუმის აეროპორტში პირველი საცდელი ფრენა განხორციელდა

სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი რეისი განხორციელდა. თვითმფრინავში ს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი, ბადრა გუნბა იმყოფებოდა.
“დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი ვართ. 30 წელზე მეტის შემდეგ, სოხუმის აეროპორტმა მიიღო თვითმფრინავი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში ფრენების გეოგრაფია გაფართოვდება… ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი პროექტი გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მიმზიდველობას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომლის განვითარებასაც ჩვენ გავაგრძელებთ” ,- განაცხადა ბადრა გუნბამ.
5 თებერვალს, აფხაზმა პოლიტიკოსმა, ბადრა გუნბამ ს სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტიდან, “რომელიც ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ არ ფუნქციონირებს, უახლოეს მომავალში საცდელი ფრენა განხორციელდება”.
“მთელი ომის შემდგომი წლების განმავლობაში, ჩვენ არ გვქონდა მოქმედი აეროპორტი. იყო ბევრი მცდელობა ამ პროექტის განხორციელების. მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით მოახერხა ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. 2,5 წელი ვიყავი ამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარე. ბევრი რამ გავაკეთეთ, წარმატებებს მივაღწიეთ და პირველი საცდელი ფრენა მალე განხორციელდება”,- განაცხადა გუნბამ.
სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე დაიწყო საუბარი აფხაზურმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებდნენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.
“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო, ტურიზმი კი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, –ამბობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქართული მხარის საპასუხოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა