სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება. ეს არის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო აეროპორტიც – ჯემალ გამახარია

სოხუმის აეროპორტი მთლიანად რუსული იქნება და არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედროც – საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატო-მ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენ წინააღმდეგ,- ამის შესახებ ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სოხუმის აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი დან ჩამოდის და აფხაზებს იქ საერთოდ არ შეუშვებენ.
„7 თებერვალს, ბადრა გუნბა ჩამოფრინდა სოხუმში. ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა – აეროპორტის საცდელი ფრენის ჩატარება და ის, რომ გუნბა ჩამოდის მოსკოვიდან თვითმფრინავით, ჩამოჰყავთ სტუდენტები, ჟურნალისტები. ეს ყველაფერი საზეიმო ვითარებაში მოხდა, მაგრამ ეს საზეიმო ვითარება ჩაამწარა იმან, რომ შესაბამის დოკუმენტებში, რომელიც ფრენასთან იყო დაკავშირებული ეწერა: აეროპორტი – ბაბუშარის, ქვეყანა – საქართველო, რუსულად და ინგლისურად. ბილეთის მაგიერ ტალონზე სოხუმი წერია და არა Akua ან Sokhum, როგორც ისინი დღეს ეძახიან. ეს იმითაა გამოწვეული რომ, არსებობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ICAO, სადაც დაფიქსირებულია ზუსტად ასე, რომ ეს არის საქართველო, სოხუმი. ICAO-ს ჯერ არანაირი ნებართვა არ გაუცია, მაგრამ ელემენტარული წესები დაიცვეს და დააფიქსირეს, რომ ეს აეროპორტი მდებარეობს საქართველოში და ჰქვია სოხუმი. მხოლოდ ამად ღირდა ეს საცდელი ფრენა. თუმცა ეს საცდელი ფრენა იყო წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. არ ვიცი, რამდენად შეუწყობს ეს ხელს ბადრა გუნბას რეიტინგის ამაღლებას, მაგრამ ოპოზიციაც აღიარებს, რომ ეს დიდი მოვლენაა. ისინი არ ითვალისწინებენ, რომ როგორც აპარტამენტების გეგმა რომ განხორციელებულიყო, მოჰყვებოდა აფხაზეთში დიდი რაოდენობით რუსების ჩამოყვანა და დასახლება, ზუსტად ასევე იქნება – ამ აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი ჩამოდის რუსეთიდან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ხელშეკრულებით, რაც სოხუმმა და მოსკოვმა გააფორმა, სამხედრო აეროპორტიც. შესაბამისად, იქ აფხაზებს საერთოდ არ შეუშვებენ შიგნით. ეს მთლიანად რუსული აეროპორტი იქნება და არა იმდენად სამოქალაქო, რამდენადაც სამხედრო. უკრაინელებს შეუძლიათ სოჭს მისწვდნენ, როსტოვში კი ფაქტობრივად აეროპორტი არ ფუნქციონირებს – ამ პირობებში, სოხუმის აეროპორტი, ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ამ საკითხს დარწმუნებული ვარ, ყურადღებას მიაქცევს არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ნატო-მ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატო-ს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენს წინააღმდეგ. აქ იქნება სერიოზული სამხედრო ბაზა“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ, მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 7 თებერვალს ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან საცდელი რეისი ჩაფრინდა, რომელშიც 21 მგზავრი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრა გუნბა იმყოფებოდა. მანამდე რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ სოხუმში ფრენებს ავიაკომპანია ЮВТ Аэро შეასრულებს.2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“ განახორციელებდა.ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.
www.interpressnews.ge