სოხუმის აეროპორტი აღმოსავლეთ აფხაზეთში ტურიზმსაც განავითარებს – კრემლი

აფხაზური მედიის ცნობით, ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო სამუშაო ვიზიტით აფხაზეთში იმყოფება, სადაც მან მოინახულა რესპუბლიკური საავადმყოფო, დაათვალიერა მშენებარე რესპუბლიკური ბავშვთა საავადმყოფოს შენობები და ანგიოგრაფიის კაბინეტი. აფხაზური მედიის ინფორმაციითვე, მან ფეხით გაიარა სანაპიროზე, ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და დაესწრო საზეიმო ცერემონიას – რეგულარული ელექტრომატარებლის პირველი რეისის ჩასვლას.
“ის ასევე ეწვია სოხუმის ახალ მიკრორაიონს, სადაც რუსი მხატვრები მრავალსართულიანი სახლების ფასადებს მურალებით აფორმებენ, დაათვალიერა სპორტული მოედანიც”.
ამასთან, როგორც აპსადგილ.ინფო წერს, კირიენკომ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ის შეეხო ვლადიმირ პუტინის მიერ სთვის გაწეული დახმარების საკითხზე მიცემული დავალებების შესრულებასაც:
„რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტების – ვლადიმირ პუტინისა და ბადრა გუნბას შეხვედრის შედეგად მიღებული იყო რიგი შეთანხმებები. ეს შეთანხმებები უკვე ხორციელდება. ზუსტად, დღე დღეზე შესრულდა პირობა, რომ 1 მაისს, დღესასწაულზე, დაიწყებდა მოძრაობას ახალი ელექტრომატარებელი – იმერეთის ველი – სოხუმი. და ეს მატარებელი დღეს ჩამოვიდა. მადლობას ვუხდი რკინიგზის ხელმძღვანელობას. მათ არა მხოლოდ კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულეს პრეზიდენტის დავალება, არამედ გადააჭარბეს მოლოდინს: ასეთ ლამაზ ელექტრომატარებელს რუსეთში ვერ შეხვდებით. ჩემი აზრით, ძალიან სწორად შეირჩა სახელიც – დიდი პატივისცემით აფხაზეთის კულტურისა და ისტორიის მიმართ – „დიოსკურია“, – განაცხადა კირიენკომ სოხუმის სადგურის პლატფორმაზე.
ამასთან, სერგეი კირიენკოს თქმით, საერთაშორისო აეროპორტი „სოხუმი“, რომელსაც ვლადისლავ არძინბას სახელი ჰქვია, ახალ შესაძლებლობებს ქმნის აღმოსავლეთ აფხაზეთში ტურიზმის განვითარებისათვის:
„როგორც დაპირებული იყო, აეროპორტი ზუსტად პირველ მაისს იხსნება. ეს ქმნის შესაძლებლობებს აღმოსავლეთ აფხაზეთის ტურიზმის გაფართოებისთვის. ავტომობილით, საზღვრის პუნქტ „ადლერის“ მოდერნიზაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ შესაძლებელია გადაადგილება გაგრასთან, სთან და გუდაუთასთან, მაგრამ აღმოსავლეთ აფხაზეთში ხალხი თითქმის ვერ ხვდება. ელექტრომატარებლისა და აეროპორტის გათვალისწინებით, იქ უკვე სრულიად სხვა ტურისტული ნაკადია მოსალოდნელი. ეს კი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, შემოსავალს და ბიუჯეტში გადასახადებს“, – თქვა კირიენკომ.
ასევე,. კირიენკოს თქმით, ვლადიმირ პუტინის დავალებით მიმდინარეობს მუშაობა აფხაზეთთან ავიამიმოსვლის გაფართოებაზე – რუსეთის ჩრდილოეთი რეგიონები დაინტერესებული არიან რესპუბლიკაში ტურისტებისა და სპეციალისტების გაგზავნით.