სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში ბელარუსიც მონაწილეობს | კრემლი სავარაუდოდ სამხედრო აეროდრომს აშენებს

კრემლი აფხაზეთში სამხედრო ინფრასტრუქტურას აფართოებს. სოხუმის სამოქალაქო აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტით მოსკოვი რეალურად სამხედრო აეროდრომის მშენებლობითაა დაკავებული. ასაფრენი ბილიკის და მომავალი აეროპორტის მონაცემები აჩვენებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოჩამჩირის სამხედრო ბაზის პარალელურად, სამხედრო თვითმფრინავებისთვის მოსახერხებელ ინფრასტრუქტურას აშენებს. პროექტის დასრულება ერთ წელიწადში იგეგმება და მის ამოქმედებაში მონაწილეობას ს გარდა ბელარუსის ხელისუფლებაც იღებს.